პიროვნების ღირსება

პიროვნების ღირსება
სამართლებრივ დოქტრინაში გვხვდება ამ ტერმინის განმარტების მცდელობები. მაგ: “ყოველი ადამიანი წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას, როგორც არსება, რომელიც დაჯილდოებულია გონებით, ნებით და გრძნობებით, ე.ი. იმ თვისებებით, რაც გამოარჩევს მას გარემომცველი სამყაროს დანარჩენი ნაწილისაგან. ღირსება, ეს არის ადამიანზე ამ ღირებულების აღიარება მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ის საკუთარ თავზე და როგორ აფასებენ მას სხვები. ღირსება სუბიექტური კატეგორიაა (საკუთარი ღირსების შეგრძნება) და ამავე დროს ობიექტურიც (ადამიანის ღირსების საყოველთაო აღიარება და პატივისცემა); იგი განიხილება ადამიანის ობიექტურ თვისებებთან ერთობლიობაში, რომლებიც აფასებენ მის რეპუტაციას საზოგადოებაში (ზნეობრიობა, ინტელექტუალური მონაცემები, ცხოვრების წესი და ა. შ).“... საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 21-ე მუხლი ერთგვარად აგრძელებს საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ მუხლში გატარებულ აზრს და ადგენს: “სახელმწიფო იცავს პიროვნების ღირსებას. არაფერი არ შეიძლება იყოს ღირსების დამცირების საფუძველი.“
Source: წაქაძე ი. ადამიანის ღირსების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები //ალმანახი №18 , [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "პიროვნების ღირსება" в других словарях:

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • ძალადობა — • არსებობს ძალადობის ბევრი განმარტება. მათგან ერთ ერთი განიმარტება, როგორც ძალის გამოყენება ფარული ან აშკარა იმ მიზნით, რომ მიიღო ადამიანისაგან ან ჯგუფისაგან ის, რისი მოცემასაც ისინი თავის ნებით არ თანხმდებიან. არსებობს ძალადობის სხვადასხვა ფორმა …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»